ამ გაზაფხულს ყველანი,მშობლებთან ვიყავით, კარმიელში. სწორედ მშობლების ბაღში გადავიღეთ ეს რამდენიმე წამიანი ჩანახატი პატარა კუ - კაკოს ცხოვრებიდან.
ერთხელ კარმიელში...
...ლელამ (ჩემი უმცროსი და)ტყიდან უზარმაზარი გირჩი გამოიყოლა და ბაღში დააგდო ბალახზე. ამ დროს პატარა კუ - კაკო პრომენადზე იყო გამოსული. და...
http://www.wisdom.weizmann.ac.il/~safro/pictures/1.aviვერ გავიგეთ რატომ იქცევა ასე კაკო,სანამ ენციკლოპედიაში არ ვნახეთ ახსნა:
ასე თურმე , გამრავლების სურვილს აყოლილი მამალი კუ სიყვარულს ეფიცება დედალს...ჩვენს პატარა დონ კიხოტს შეეშალა,გირჩი - მშვენიერი დულსინეა ტობოსელი ეგონა...
დასაფიქრებელია: ზოგ ქალს სინაზე და ყვავილები სჭირდება სიყვარულის დასამტკიცებლად, ზოგს კი ცემა - ტყეპაში ენთებათ სიყვარული...ბუნებაა ეს!
ასეა ბატონებო. მას მერე კაკოსთვის წყვილს ვეძებთ...