(Untitled)

Mar 14, 2006 15:56

დავხატე..
დუმილი,
მნათი,
მწვანე ნაცრისფერში,
ხოტბა სიჩუმეს..
ყალბი გზა,
თუნდაც ვიპასენა,
თუნდაც სხვა..
ხოტბა სიჩუმეს..
მწვანე ნაცრისფერში,
დუმილი,
მნათი,
დავხატე...


Read more... )

Leave a comment

Comments 5

! meskhi March 14 2006, 18:54:58 UTC
საოცარია!
არ ვიცი, რითი, არ ვიცი როგორ, მაგრამ ჩემთვის არც არის ეს მთავარი - მაინც ტექნიკაშიი ვერ ვერკვევი - საოცარ შთაბეჭდილებას ტოვებს ეს ნახატი!
დიდი მადლობა, მაია.

Reply

Re: ! potola March 15 2006, 15:47:44 UTC
მადლობა ბატონო სლავა თბილი სიტყვებისთვის!

Reply

Re: ! თემიდან გადახრა potola March 15 2006, 16:29:43 UTC
გუშინ ვაზი ტიროდა ჩვენი სახლის წინ(ისრაელში, ქალაქში,კორპუსის წინ დაურგავთ)...ლამაზი იყო ვაზის ცრემლი..ჯერ ნაცრისფერი დილა აირეკლა მასში,შემდეგ კი მზემ ალმასივით ააბრჭყვიალა,მაგრამ არ დააშრო, და ბოლოს დაღამებულზე ქუჩის ელექტრონათურები აისახა წვეთებში და დიდება ღმერთს, საოცარი რამაა ვაზი,თითქოს საიდუმლოებით სავსე...მე თუ მკითხავთ, ეს მცენარე ქართველის გამოყვანილია და მისი ნაყოფისგან ნაჟური კი უწინარეს ყოვლისა ქართველის ხელიდან იყო..დადუღებულ წვენს ალბათ ქართველმა დაარქვა ღვინო და ამ კეთილშობილ სასმელს ქართული „ღვინო„-ს მიბაძვით ეწოდა სხვადასხვა ენებში ფუძე „ვინ„-ის გამოყენებით მსგავსი სახელი..
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო,ხომ არ შეგხვედრიათ სადმე ღვინის ეტიმოლოგია?..

Reply

Re: ! თემიდან გადახრა meskhi March 27 2006, 11:20:02 UTC
მაია,
ასეთი აზრი ბუნებრივია, ზოგი (მაგ. შ. ძიძიგური) ამ ჰიპოთეზას გამოთქვამდა, მაგრამ თანამედროვე ლინგვისტიკა, მაინც თვლის რომ ”ღვინო” - მაგალითია საერთო ძირისა ქართველურ და ინდოევროპულ ენებში. ამ აზრისა იყო ზურაბ სარჯველაძეც (ეტიმოლოგიური ლექსიკონის ავტორი), თამაზ გამყრელიძე და ბევრი სხვა.
ეტყობა ეს ცნება უფრო არქაულია, ვიდრე თქვენ გეჩვენაბათ.

Reply


Leave a comment

Up