(no subject)

May 30, 2005 17:37




გრიგოლ რობაქიძის დავით აღმაშენებელში მოყვანილია ცნობა შემდეგი ხასიათისა:

„მოვიყვანოთ ის ცნობანი, რომელნიც შესანიშნავად „მონივთა“ ზ. ავალიშვილმა თავის ცნობილ ნარკვევში. 1109 წელს პარიზში მიიღეს ჯვარი, რომელზეც ქრისტე აცვეს გადმოცემით. გამომგზავნი იყო ანსელიუს, წმინდა საფლავის კანტორი იერუსალიმში. ჯვარი დაასვენეს დიდი მოწიწებით ერთ პატარა ბაზილიკაში, რომლის ალაგს შემდგომ აღიმართა ცნობილი ტაძარი „Notre Dame“. 1793 წელს, რევოლუციის დროს, ეს ტაძარიც დაარბიეს და ააოხრეს: ჯვარი დაიკარგა უკვალოდ.კანტორი სწერს თავის ეპისტოლეში: მე ეს ჯვარი საქართველოს მეფის დავითის ქვრივისაგან მივიღეო. ნუ გამოვუდგებით აქ ისტორიულ შეცდომას: დავითი იმ დროს ჯერ ისევ ცოცხალი იყო. ჩვენთვის საგულისხმოა ეპისტოლეში ერთი თქმა: დავითმა „გოგსა და მაგოგს“ კასპიის ბჭენი გადაურაზა და გზები მოუჭრაო...“

რა გამოდის, დავითის ძღვენი რომ არა,ულამაზესი ტაძარი პარიზში არ იარსებებდა...წარმოუდგენელია
Previous post Next post
Up