ქალი ხვარამზე (ხალხური)

Aug 24, 2005 13:13

აღმოსავლეთით აღმოჩნდა
თვალად ლამაზი ქალიო,
ამაჰყვა საყურ-ბეჭედი,
უჟრიალებდა ქარიო,
თან მოყმე ამოიყოლა,
ნათლად ეღება ფარიო.
-აკოცეთ ქალსა ხვარამზეს.
მე ვარ ამ ქალის ქმარიო!
აკოცა ბიჭმა რეგვენმა,
თავს გადიმტვრია ხმალიო.
-რად ეგრე,ბიჭო რეგვენო,
რაზედ მოიკალ თავიო?
გაწყრა,გაჯავრდა ხვარამზე,
მაღლა ჩაშალნა თმანიო,
შაკმაზა მამის ლურჯაი,
ზედ თავად შაჯდა ქალიო,
სარბენლად არ ეყოფიან
თრიალეთისა გზანიო,
საძოვრად არ ეყოფიან
დიდი ალგეთის მთანიო,
სალოკად არ ეყოფიან
სამნი მარილის ქვანიო,
სასმელად არ ეყოფიან
ალაზანი და მტკვარიო,
მოვარდა გუმბრის წყალზედა,
ელვით ენათა თვალიო,
დაეწაფა და ზღვა გაშრა,
გაგლიჯა მოსართავიო.
Previous post Next post
Up